ოფიციალურად! ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2 30 აპრილამდე გადაიდო
Aa
Aa

ოფიციალურად! ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2 30 აპრილამდე გადაიდო

ცოტა ხნის წინ, ვწერდით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2 30 აპრილამდე გადაიდებოდა. დღეს კი, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

რამდენიმე წუთის წინ, ბუნდესლიგასა და ბუნდესლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბებმა შეხვედრა გამართეს, Deutsche Fußball Liga-ის პრეზიდიუმის რეკომენდაცია გაითვალისწინეს და სეზონის მინიმუმ 30 აპრილამდე გადადებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

დღევანდელ შეხვედრაზე კლუბებმა სამომავლო გეგმებისა და სხვადასხვა შესაძლო სცენარის შესახებაც იმსჯელეს. გერმანული პრესის ინფორმაციით, ისინი შეთანხმდნენ, რომ 17 აპრილს მორიგ შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, გერმანიაში 70985 ადამიანია ინფიცირებული. COVID-19 15824-მა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა რაოდენობა კი, 682-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები