დავა მილიონებზე: აიაქსმა კომიდან გამოსულ ნურის კონტრაქტი გაუწყვიტა
Aa
Aa

დავა მილიონებზე: აიაქსმა კომიდან გამოსულ ნურის კონტრაქტი გაუწყვიტა

ამსტერდამის ''აიაქსმა'' აბდელჰაკ ნურის კონტრაქტი გაუწყვიტა. ჰოლანდიური მედიის ცნობით, ნურის კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და თუ მხარეები თანამშრომლობის გაწყვეტაზე არ შეთანხმდებოდნენ, ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდებოდა.

გასულ კვირაში ამსტერდამის ''აიაქსი'' ნურის ოჯახს 4,5 მილიონი ფუნტ სტერლინგს სთავაზობდა, თუმცა ოჯახი გაცილებით მეტს ითხოვდა. ოჯახის მიერ მოთხოვნილი თანხა 15 მილიონამდე აღწევდა.

''აიაქსი'' ნურის ხელფასს 2020 წლის ივნისამდე გადაუხდის, ჰოლანდიური გუნდი კონტრაქტში ჩადებულ სახელფასო ვალდებულებას შეასრულებს, თუმცა იმის გამო, რომ ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდებოდა, ''აიაქსმა'' ხელშეკრულება გაწყვიტა. ნურის ოჯახი სასამართლოს გზით ეცდება ''აიაქსთან'' ფინანსური დავის მოგებას.

ნური, რომელიც ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, 2017 წლიდან მოყოლებული საწოლს მიჯაჭვულია. 2005 წლიდან 2017 წლამდე ნურიმ ''აიაქსის'' ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა და შემდეგ პირველი გუნდის წევრი გახდა.

დე იონგის, ზიეჩის, დე ლიხტის, დოლბერგისა და სხვების მსგავსად, აბდელჰაკ ნურიც უნიჭიერესი გახლდათ და ამომავალი ვარსკვლავის სტატუსსაც ატარებდა,, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. 2017 წლის 8 ივლისს, ამსტერდამის „აიაქსი“ წინსასეზონო მზადებისას ბრემენის „ვერდერთან“ ამხანაგურ მატჩს მართავდა. გერმანულ კლუბთან მატჩში მოედანზე დაეცა და მას შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.

ნურის გულის იშვიათი და განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა. 2017 წლის 13 ივლისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ფეხბურთელს ტვინის შეუქცევადი დაზიანება ჰქონდა, ტვინის დიდი ნაწილი არ ფუნქციონირებდა და მისი აღდგენის შანსები ფაქტიურად ნულს უტოლდებოდა. ბოლო ინფორმაციით, ნური თავს შედარებით უკეთ გრძნობს, კომიდან გამოვიდა, თუმცა მისი მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები