მალინოვსკი:
Aa
Aa

მალინოვსკი: "რთული ვითრებაა, იტალიაში მედდები თავს იკლავენ"

მსოფლიოში მიმდინარე ეპიდამიას უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ბერგამოს „ატლანატას“ ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი გამოეხმაურა.

უკრაინელი ფეხბურთელი იტალიაში იმყოფება და ყველას სახლში დარჩენას ურჩევს. სოციალურ ქსელში მან აღნიშნა, რომ იტალიაში ურთულესი მდგომარეობაა და ვისაც კორონავირუსი ხუმრობა ჰგონია, ის იდიოტია.

ძალიან რთული ვითრებაა, იტალიაში მედდები თავს იკლავენ. ძალიან რთულია ამდენი სიკვდილის ყურება. რასაც წერენ იტალიაზე, ეს სიმართლეა და ამიტომ იჯექით სახლში. ვინც ფიქრობთ, რომ კორონავირუსი ხუმრობაა ყველა იდიოტები ხართ. ყველგან ნეგატივია და ამიტომ ეცადეთ უყურეთ გასართობ გადაცემებს.“ - წერს მალინოვსკი.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავისრუსით 101 739 ადამიანი დაინფიცირდა, 11 591 მათგანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები