Aa
Aa

კორონავირუსი - US Open-ის ცენტრში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

ნიუ იორკში მდებარე ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო ცენტრში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა. ამ საჩოგბურთო ცენტრში ამერიკის ღია პირველობის მატჩები იმართება, დღეიდან კი საჭირო სამედიცინო აპარატურა და 350 საწოლი განლაგდება.

New York Post-ის ინფორმაციით, ცენტრის ერთ-ერთ მთავარ არენა Louis Armstrong Stadium-ზე ყოველდღიურად 25 000 საკვების ულუფა მომზადდება, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს, სამედიცინო მუშაკებს, საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და საჭიროების მქონე სხვა პირებს მოხმარდება.

„ჩვენი საჩოგბურთო ცენტრის თითოეული წევრის მიზანი ნიუ იორკელების დახმარებაა, აქ ყველა ამისთვის ვართ“, - აცხადებს ამერიკის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კრის უიდმაიერი.

ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება, ჯერჯერობით, დაგეგმილ დროსაა ჩანიშნული და მისი ძირითადი ბადის მატჩები 31 აგვისტოდან უნდა დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები