Aa Aa
31 მარტი 2020  |  10:01

Yahoo Sports - NBA NBA 2K20-ში ტურნირს გამართავს

Yahoo Sports-ის ინფორმაციით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია NBA 2K20-ში ტურნირის გამართვას გეგმავს, რომელიც ESPN-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ორგანიზატორები ბოლო დეტალებზე მუშაობენ, პრესაში კი აცხადებენ, რომ ტურნირი 3 აპრილს დაიწყება, 10 დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას საკმაოდ ცნობილი კალათბურთელები მიიღებენ.

Yahoo Sports იტყობინება, რომ ტურნირს 16 მონაწილე ეყოლება, რომელთა შორის „იუტა ჯაზის“ უკანახაზელი, დონოვან მიჩელი და ყველა ვარსკვლავის მატჩის ოთხგზის მონაწილე დემარკუს კაზინსიც იქნებიან.

მონაწილეთა სრული სია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კალათბურთელები კორონავირუსის პანდემიის გამო, საკუთარი სახლებიდან იასპარეზენ და გულშემატკივრებს ყურადღების გადატანაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების 164253 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსი 5506-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 3166-ს აღწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები