„ბავშვობაში ჩემი გმირი იყო
Aa
Aa

„ბავშვობაში ჩემი გმირი იყო" - ებრაელი ძიუდოისტი ლიპოს შესახებ

ცნობილმა ვებგვერდმა, JudoInside.com-მა ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ძიუდოისტთან, პიტერ პალჩიკთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ეს უკანასკნელი ამჟამად ისრაელში იმყოფება და JudoInside-თან კორონავირუსის პანდემიის გამო, შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. პალჩიკს კონკურენტების შესახებაც ჰკითხეს და მან ვარლამ ლიპარტელიანი გამოარჩია.

 

 

JudoInside.com: „კარიერაში ძიუდოს მსოფლიო ტურის ფარგლებში გამართული ბევრი ღონისძიება მოგიგია, მაგრამ წლეულს ზედიზედ ორჯერ, თელავივისა და პარიზის გრან პრიზე იმარჯვე. როგორ ფიქრობ ფორმის პიკში შედიხარ?

„ორივე ტურნირი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. თელავივის გრან პრი ჩემს სამშობლოში გაიმართა და მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ქომაგებთან ერთად, ოქროს მედლის მოგების აღნიშვნა საოცარი შეგრძნება იყო. პარიზის გრან პრის რაც შეეხება, ტურნირის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანს დავუპირისპირდი, რომელიც ბავშვობაში ჩემი გმირი გახლდათ. ასე რომ 2020 წელი კარგად დაიწყო და ფორმის პიკში შევდივარ“.

JudoInside.com: „ძიუდოს მსოფლიო ტურის მიმდინარეობისას შენი უმთავრესი კონკურენტი ვინ არის?

„რამდენიმე ძიუდოისტი შემიძლია დავასახელო, თუმცა ჩემი უმთავრესი კონკურენტი ლიპოა. როცა ვიზრდებოდი ის ჩემი გმირი იყო. დღეს კი ჩემი მეტოქე, მაგრამ ამავდროულად კარგი მეგობარია“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები