Aa Aa
30 მარტი 2020  |  22:21

„თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, ამ ორი პრ***ს ბრალი იქნება“ - ვან პერსის ისტორია ფერგიზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რობინ ვან პერსიმ 2013 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ნიდერლანდელის თქმით, „სიტისთან“ მარცხის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონმა გასართობად წასული ორი ფეხბურთელი მიწასთან გაასწორა.

„მახსოვს მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში სადებიუტო სეზონს ვატარებდი და იყო მომენტი, როცა პრემიერ ლიგაში მეორეადგილოსანს 15 ქულით ვუსწრებდით. შემდეგ სიტის ვუმასპინძლეთ, 2-1 დავმარცხდით და ჩვენი უპირატესობა 12 ქულამდე შემცირდა. მთავარი მწვრთნელების უმრავლესობა ამისგან ტრაგედიას არ შექმნიდა, მაგრამ ფერგი წაგებამ განარისხა. ვითარება იმანაც გაამწვავა, რომ სიტისთან მარცხის შემდეგ, მანჩესტერის ორი ფეხბურთელი გასართობად წვეულებაზე წავიდა.

მატჩის მომდევნო დღეს, ფერგიმ გასახდელში ფოტოები გვაჩვენა, რომლებზეც ასახული იყო თუ როგორ ერთობოდა ის ორი მოთამაშე წინა ღამით. ამის შემდეგ შოტლანდიელმა გუნდს მიმართა: „ბიჭებო, თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, ამ ორი პრ***ს ბრალი იქნება, რომლებმაც ღამით გასართობად წასვლა გადაწყვიტეს.

ზემოთ ხსენებული ორი ფეხბურთელის გვარებს არ გავასაჯაროვებ, სამაგიეროდ გეტყვით, რომ ფერგიმ ისინი მიწასთან გაასწორა. წარმოიდგინეთ, მას ჰქონდა ფოტოები, რომლებზეც ასახული იყო ისინი ღამის 2-ზე, 3-ზე და 4-ზე რას აკეთებდნენ.

ფერგიუსონი ამაზე არ გაჩერებულა. მან გვითხრა, რომ თუ ტიტულის დასაკუთრებამდე, რომელიმე ფეხბურთელი გასართობად წავიდოდა, მას გუნდის დატოვება მოუწევდა. ფერგი შეუბრალებელი იყო და ასე მოგვმართა: „არ მაინტერესებს ვინ ხარ, არ მაინტერესებს რამდენი თასი მოგიგია. თუ სეზონის დასრულებამდე გასართობად წახვალ, გაგყიდი".

ფერგიუსონის გამოსვლის შემდეგ, ორი ისეთი რთული ვარჯიში მქონდა, რომელთა მსგავსიც ცხოვრებაში არასდროს მქონია. ფერგიმ ზუსტად იცოდა, როდის უნდა ყოფილიყო მკაცრი და როდის - ლმობიერი“.

ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ იმ სეზონში პრემიერ ლიგის ჩემპიონი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!