Aa
Aa

"ვერ ვიტყვი რომ აქ სამუდამოდ დავრჩები", - კეინი ტოტენჰემის დატოვებას არ გამორიცხავს

„ტოტენჰემის“ ლიდერმა ჰარი კეინმა Sky Sports-თან საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ინგლისელმა ფორვარდმა თავისი მომავლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და მიანიშნა, რომ ის გუნდის შესაცვლელად მზადაა.

„ეს ისეთი თემა არის, რომ ვერ ვიტყვი ვერც კი-ს და ვერც არა-ს. მე „სფურსი“ ძალიან მიყვარს, ეს გუნდი ყოველთვის მიყვარდა.

მე ამბიციური მოთამაშე ვარ, სულ პროგრესზე ვფიქრობ, მსურს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გავხდე.

ბევრი რამ არის დამოკიდებული გუნდის პროგრესზე. ამრიგად, ვერ ვიტყვი რომ აქ სამუდამოდ დავრჩები.

რთულია მოთამაშის როლი შეასრულო. ყველაფრის მოგება მინდა. თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რომ ტიტულების მოგება შევძლოთ. რა თქმა უნდა, მე გუნდური ტიტულების მოგება მსურს, მინდა ეს უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე გვიან“.

შეგახსენებთ, რომ კეინის გადაბირებით უკვე დიდი ხანია ინტერესდება მადრიდის „რეალი“, რომელმაც გასულ ზაფხულს ლონდონელებს წინადადებითაც მიმართა, თუმცა ფასი ზედმეტად მაღალი იყო. როგორც ჩანს, „სამეფო კლუბს“ ამჯერად გაცილებით რეალური შანსი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები