''ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ადამიანებით'' - ფაჩულია ქართველ ექიმებს გმირებს უწოდებს
Aa
Aa

''ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ადამიანებით'' - ფაჩულია ქართველ ექიმებს გმირებს უწოდებს

ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ კომპანია ''არქის'' Facebook-ის გვერდზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ზაზა ფაჩულიას საუბრის ძირითადი თემა პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარება იყო.

''ყველაზე ცუდი ისაა, რომ არავინ იცის რამდენ ხანს გასტანას ეს ვირუსი. მე ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ გააკეთო ის, რაც შენს ხელშია.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ადამიანებით, ვგულისხმობ პაატა იმნაძეს, თენგიზ ცერცვაძესა და ამირან გამყრელიძეს. ისინი გმირი ადამიანები არიან. მაინტერესებს მათ როგორი გზა გაიარეს, ვისურვებდი, რომ მათგან მომესმინა თუ რა გზა გაიარეს, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა პანდემიას დავამარცხებთ.მათი განვლილი ცხოვრება ჩემთვის ძალიან საინტერესოა, მათ დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი.

ფიქრობ უნდა დავრჩეთ სახლში, მოვუსმინოთ პროფესიონალებს. მახარებს, რომ ამ ყველაფერს კარგად ვუმკლავდებით, ბევრი ჩვენზე ლაპარაკობს, თუმცა ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

დურანტს ვესაუბრე, მას კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონდა, თუმცა კლუბმა ყველა კალათბურთელისთვის ტესტის გაკეთება გადაწყვიტა, ტესტის შედეგმა აჩვენა, რომ ის დაინფიცირებული იყო.

ისევე როგორც საქართველოში, აშშ-შიც საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელიც ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს. 

პანდემია ყველას პრობლემაა, პანდემია მთელი მსოფლიოს პრობლემაა. უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, ზოგი ფინანსურად, ზოგი სიტყვით ფსიქოლოგიურად.

არავინ მოგხედავს თუ შენ შენს თავს და შენს ქვეყანას არ მიხედე. კარგია, რომ ყველას ესმის, რომ უპირველესი პრობლემა კორონავირუსის დამარცხებაა. თუ კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ, ყველაფერი გვერდით დარჩება.

აშშ მსოფლიოში ყველაზე შეძლებული ქვეყანაა, აქ ყველას კარგად ესმის, რომ თითოეული მათგანის, სპორტსმენისა თუ მსახიობის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია. აშშ-ს მთავრობამ ორ ტრილიონამდე დოლარი გამოყო, რომ ქვეყანას დაეხმაროს.

მახარებს, რომ საქართველოში ბევრი კომპანია გამოჩნდა, რომელიც ქვეყანას ეხმარება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები