კარგი ამბავი - რუდი გობერი და დონოვან მიჩელი კორონავირუსისგან განიკურნენ
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  21:00

კარგი ამბავი - რუდი გობერი და დონოვან მიჩელი კორონავირუსისგან განიკურნენ

„იუტა ჯაზის“ კალათბურთელებმა, რუდი გობერმა და დონოვან მიჩელმა კორონავირუსი დაამარცხეს. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ „იუტას" რიგებში COVID-19-ით არავინაა დაინფიცირებული.

Utahjazz.com-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ იუტას ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიხედვით, გუნდში კორონავირუსი არავის აქვს და სხვებისთვის საფრთხეს ორგანიზაციის არცერთი წევრი არ წარმოადგენს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „იუტას“ წარმომადგენლები დისტანციის დაცვას გააგრძელებენ და სახლებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი კალათბურთელი, ვინც კორონავირუსი დაამარცხა, კრისტიან ვუდი გახლავთ. ეს უკანასკნელი ვირუსისგან რამდენიმე დღის წინ განიკურნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები