ლუკა კურტანიძე:
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  11:41

ლუკა კურტანიძე: "მომავალში ისე ვიცხოვროთ, რომ ღმერთი არ დავივიწყოთ!"

მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

ლეგენედარული სპორტსმენი დღეს მსოფლიოში მიმიდნარე მდგომარეობას გამოემხმაურა და ღმერთის სიყვარულზე ისაუბრა. Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

იერუსალიმში ქრისტიანმა, ებრაელმა და მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს....სასწაულია ღმერთის ძალა საუკუნეებით მოქიშპე რწმენის ხალხი ერთად შეყარა და ერთად ევედრებიან გადარჩენას და დახმარებას! ახლა მაინც მოიდრიკეთ თავი უფლის წინაშე და გაერთიანდით სიყვარულით მიტევებით და ერთიმეორის იმედად გავძლიეროთ არამარტო ჩვენი სამშობლო არამედ მთელი სამყარო! ყველაფერი კარგად იქნება რადგან ამ მსოფლიო განსაცდელმა სრულიად მსოფლიო შეცვალა! უყვარს უფალს დედამიწა თორემ ისე მოვიდოდა როგორსაც ვიმსახურებთ მაგრამ ასე ძლიერ უყვარს კაცობრიობა აზრზე მოსაყვანად უბრალოდ განსაცდელი მოგვივლინა ისევ რომ გადავრჩეთ. უბრალოდ მომავალში ისე ვიცხოვროთ რომ ღმერთი არ დავივიწყოთ! აი ეს არის მთავარი! მალე დასრულდება ზამთარი ჩვენს ცხოვრებაში და დათბება მომავლის იმედით! გიყვარდეთ და მალე განათდება... აუცილებლად განათდება

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავისრუსით 537017 ადამიანი დაინფიცირდა, 24117 მათგანი კი გარდაიცვალა. საქართველოში ვირუსი 81 კაცს დაუდგინდა, რომელთაგანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები