"იუვენტუსს" 120 მილიონი აღარ აკმაყოფილებს!
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა, "მანჩესტერ იუნაიტედისგან" პოლ პოგბას თაობაზე გაუმჯობესებულ წინადადებას ელის.
როგორც მოგეხსენებათ, აქამდე "ბიანკონერის" 120 მილიონის მიღება სურდა, თუმცა დღეს, იტალიის ჩემპიონთა გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, მანჩესტერელებს აცნობა, რომ ისინი პოგბას მხოლოდ 130 მილიონ ევროდ შელევიან.
ჯერჯერობით, აღნიშნულ წინადადებაზე "მანჩესტერის" პასუხი უცნობია, თუმცა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პოგბა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთლი გახდება, ხოლო ახალ კლუბში ანაზღაურების სახით, იგი წელიწადში 13 მილიონ ევროს მიიღებს.
მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით