Aa Aa
25 მარტი 2020  |  11:21

კონტე: "ნადალი ესპანელებისთვის მისაბაძი სპორტსმენი და ადამიანია"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, რაფაელ ნადალი შეაქო და მას ნებისმიერი ესპანელისთვის მაგალითი უწოდა. „კონტისიმემ“ ასევე პანდემიის თემაზეც გააკეთა კომენტარი.

„ჩოგბურთის თამაში მიყვარს და როცა დრო მაქვს, ამას ვაკეთებ კიდეც. რაფაელ ნადალი უბრალოდ ბრწყინვალეა - ესპანელებისთვის იგი მაგალითი უნდა იყოს, როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი. სპორტსმენის ძლიერი მენტალიტეტი და მისი ცხოვრებაში გადატანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ძალიან დაგეხმარება.

რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, მთავარია, ხასიათი და მხნეობა შევინარჩუნოთ. უპირველესად კი, ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ სახლში დარჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში მაქსიმალურად მალე დაგვაბრუნებს“.

კონტეს გუნდი იტალიის ჩემპიონატში პირველობისთვის იბრძოდა, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად გაგრძელდება სეზონი აპენინებზე. ჩემპიონატის განახლება მაისის დასაწყისში იგეგმება, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია.

დღევანდელი დილის მონაცემებით, იტალიაში Covid-19-ით 69 176 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი უკვე 6820-ს მიაღწია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები