გაჯიევი:
Aa
Aa

გაჯიევი: "ქართველებს რაგბი არ უყვართ... სტადიონზე დადიან, რათა რუსებს შეურაცხყოფა მოგვაყენონ"

რუსეთი ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ტაგირ გაჯიევმა, რუსულ მედიაში თბილისში გადადებულ მატჩზე ისაუბრა. „დათვების“ მორაგბეს მიაჩნია, რომ შეხვედრა არ უნდა გადადებულიყო. ასევე, მისი აზრით, საქართველოში რაგბი არ უყვართ და ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ მხოლოდ იმისთვის ივსება, რომ რუსს მორაგბეებს შეურაცხყოფა მიაყენონ.

ვფიქრობ, მატჩი უნდა გამართულიყო და მასზე მაყურებელები არ უნდა დაეშვათ. რისკი ყოველთვისაა, ვირუსისგან დაზღვეული არავინაა. ამიტომ, შეხვედრის გადადება სამწუხაროა. კარგ და დაძაბულ დაპირისპირებას ველოდი.

მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებიც არ იყო ესეთი ემოციური, როგორც „დინამოზე“ გამართული მატჩია. იაპონიაში ბევრი ნეიტრალური გულშემატკივარი იყო სტადიონზე, თბილისში კი 50 ათასი ადამიანი შენ წინააღმდეგაა, ისინი შენ ყოველი ბურთის შეხებაზე ხმაურს იწყებენ, რა დროსაც საკუთარი ხმაც არ გვესმის.

ყოველთვის მსურს, პოლიტიკა და სპორტი ერთამნეთში არ აურიონ. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის. რაგბი ბევრს არ უყვარს და თბილისში სტადიონზე მხოლოდ იმიტომ მოდიან, რომ საქართველოს ნაკრებს რუსეთის წინააღმდეგ უქომაგონ და ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენონ, სხვა თამაშებზე კი, ტრიბუნებზე ამდენ ქომაგს ვერ ვხედავთ

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის ეგიდით, 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

View this post on Instagram

55 тысяч ... Вот так в Грузии любят регби

A post shared by Тагир Гаджиев (@tagir_gadzhiev) on Mar 13, 2017 at 2:16am PDT

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები