Aa
Aa

"ჰარუ ბაშო" | სუპერფინალი - იოკოძუნათა ჯახი ჰაკუჰოს გამარჯვებით!

„ჰარუ ბაშოს“ ფინალურ მე-15 დღეს იოკოძუნათა სუპერფინალი ვიხილეთ. ჰაკუჰოსა და კაკურიუს ბოლო ბრძოლის წინ ბალანსი 12-2-თან ჰქონდათ.

საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო და ხშირად ხდება ხოლმე გამარჯვება „თეთრ ფენიქსს“ დარჩა. საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ჰაკუჰომ იორიკირის ილეთით იმარჯვა.


ლეგენდარული სუმოტორისთვის ეს კარიერაში 44-ედ მოგებული იმპერატორის თასი გახლავთ, რაც რა თქმა უნდა რეკორდული შედეგია.

წლევანდელი „ჰარუ ბაშო“ ისტორიაში შევა, რადგან ის კორონავირუსის გამო მაყურებელთა გარეშე გაიმართა.

განახლებული ბანძუკე 27 აპრილს გამოცხადდება, სადაც ტოჩინოშინი კიდევ უფრო დაქვეითებული იქნება.

მომდევნო ტურნირი „ნაცუ ბაშო“ 10-24 მაისს ტოკიოში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები