მორაგბეები Covid-19-ის წინააღმდეგ - ვასაძე მზადაა 200-კაციანი საკარანტინო ზონა მოაწყოს
Aa
Aa

მორაგბეები Covid-19-ის წინააღმდეგ - ვასაძე მზადაა 200-კაციანი საკარანტინო ზონა მოაწყოს

სარაგბო კლუბი ''იუნკერები'' სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. კლუბის წევრები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწეოდებენ. კლუბის დამფუძნელი ლევან ვასაძე მზადაა საჭიროების შემთხვევაში 200 ადამიანზე გათვლილი საკარანტინო ზონა მოაწყოს და მათთვის უზრუნველყოს საკვებისა თუ მენდიკამენტების მიწოდება.

''იუნკერების'' მორაგბეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით პირადი უსაფრთოების ნორმების შესახებ ტრეინინგი გაიარეს და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მოხალისეებად შეუერთდნენ. განცხადებაში ''იუნკერები'' მადლობას უხდიან იმ ექიმებს, ვინც მათი აზრით ვითარებას აკონტროლებს.

''იუნკერების'' განცხადება

''საქართველოში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რაგბის კლუბი იუნკერების სახელით გავაკეთოთ მიმართვა და მოვუწოდოთ საქართელოს მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ საქარველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცები!

ჩვენი ქვეყანა ბევრ სხვა მოწინავე ქვეყნებთან შედარებით ამ რთულ ვითარებას უფრო მომზადებული შეხვდა და ჩვენ ნამდვილად უნდა ვიამაყოთ იმ საორგანიზაციო ჯგუფით და ექიმებით რომლებიც აკონტროლებენ არსებულ მდგომარეობას.

ამავდროულად პაციენტების მოსალოდნელი ზრდის გამო შესაძლებელია პრობლემა გახდეს საკარანტინო ადგილების მოწყობა, მათი მედიკამენტებითა და საკვებით მომარაგება.

ჩვენი კლუბის დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ გამოთქვა სურვილი, საჭიროების შემთხვევაში მის ხელთ არსებული რესურსით მოაწყოს საკარანტინო ზონები 200 კაცზე და უზრუნველყოს მათთვის მედიკამენტების და საკვების მიწოდება.

ჩვენის მხრივ ვუერთდებით მის ამ ნაბიჯს და გამოვთქვავთ მზაობას ადამიანური და ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსით დავეხმაროთ იმ საორგანიზაციო ჯგუფებს რომლებიც ჩართულია ამ საკითხში, რათა პროცესი გახდეს უფრო მართვადი და კონტროლირებადი.

მზადყოფნას გამოვთქვამთ ადამიანური და ტექნიკური(ტრანსპორტი, ფინანსები, მოხალისეები) რესურსით დავეხმაროთ ყველა იმ ორგანოს რომელიც იქნება ჩართული კარანტინის მოწყობასა და მისი საკვებით , მედიკამენტებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით მომარაგებაში.''

ერთად დავეხმაროთ დაავადებულებს და უპოვარ მოხუცებს

ლარის ანგარიშის ნომერი: GE88TB7722736080100011
მიმღები: მსოფლიო საოჯახო კონგრესი 10
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ "შემოწირულობა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები