რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო
Aa
Aa

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის და ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 2020 წლის საერთო კრება (ყრილობა) გადაიდო საფრთხის დასრულებამდე.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

„საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა მიიჩნევს, რომ სახეზეა ფორს-მაჟორული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის კავშირის წესდებით დადგენილ მაქსიმალურ ოცდაათდღიან ვადაში საქართველოს რაგბის კავშირის განმეორებითი საერთო კრების (ყრილობა) გამართვას, რადგან კავშირის საერთო კრებები იმართება კავშირის ნამდვილ წევრთა, სამდივნოს თანამშრომელთა, ნოტარიუსის და სხვა დამხმარე პერსონალის ფიზიკურად კრებაზე დასწრებით, რაც ქმნის სწორედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ხელს უწყობს ინფექციის სწრაფად გავრცელებას.

კავშირის გამგეობამ სრულად გაიზიარა  საქართველოს მთავრობის მოწოდებები და რეკომენდაციები ფიზიკური შეკრებების შეზღუდვებთან დაკავშირებით, რადგან ასეთი სახის შეკრებები არსებული პანდემიური მდგომარეობის პირობებში რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და ქმნის ინფექციის გავრცელების დაჩქარების მომატებულ რისკს.  გამგეობა მიიჩნევს, რომ კავშირის საერთო კრების ისეთ ვითარებაში ჩატარება (თავშეყრა პანდემიის დროს), როდესაც არსებობს დამსწრეთა დაინფიცირების და ვირუსის უფრო მეტად საზოგადოებაში გავრცელების საშიშროება, მოკლებულია გონივრულ საფუძველს.  გამომდინარე აღნიშნული მსჯელობიდან, გამგეობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება:

  1. ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის 2020 წლის განმეორებითი საერთო კრების (ყრილობა) ჩატარება გადაიდოს ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის აღმოფხვრამდე.
  2. COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის აღმოფხვრად ან ისეთი გაუმჯობესების დადგომად, როდესაც ისევ, ზედმეტი საფრთხის გარეშე, შესაძლებელი გახდება ადამიანების შეკრება, მიჩნეული იქნას საქართველოს მთავრობის ან/და უფლებამოსილი შესაბამისი უწყების/პირის რეკომენდაცია/გადაწყვეტილება.

მომზადებული Rugby,ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები