გაურკვევლობა ნისლიან ალბიონზე: პრემიერ ლიგა მინიმუმ 30 აპრილამდე შეჩერდა
ინგლისის პრემიერ ლიგის გათამაშების განახლების თარიღი კვლავ უცნობია, თუმცა გაირკვა, რომ ინგლისში საფეხბურთო გათამაშებები მინიმუმ 30 აპრილამდე არ განახლდება.
ამ თემაზე პრემიერ ლიგამ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ, ქალთა საფეხბურთო ლიგამ, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ და ლიგის მენეჯერთა ასოციაციამ ერთობლივ შეკრებაზე იმსჯელეს. მათი ერთობლივი განცხადების მიხედვით ჩემპიონატი განახლდება, როცა ვითარება შეიცვლება, კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველია გრძელდება.
ინგლისის პრემიერ ლიგაში უკანასკნელი შეხვედრა 10 მარტს გაიმართა, როცა ''ლესტერმა'' საკუთარ კედლებში ''ასტონ ვილა'' 4:0 დაამარცხა. აქედან გამომდინარე პრემიერ ლიგის შეჩერების ხანგრძლივობა თითქმის ორი თვე გამოვა, თუმცა შესაძლოა ეს პერიოდი გაგრძელდეს თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ გამოსწორდება.
შეგახსენებთ, ჩემპიონატები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში შეჩერდა. მატჩების გადადების გადაწყვეტილება რუსეთის პრემიერ ლიგაშიც მიიღეს, ამ ეტაპზე გამონაკლისი მხოლოდ თურქეთია, სადაც გასულ ტურში შეხვედრები უმაყურებლოდ ჩატარდა.