''კლოპო, მოწიე სიგარეტი და დამშვიდდი'' - იურგენი, როგორც ეგოცენტრული პერსონა
Aa
Aa

''კლოპო, მოწიე სიგარეტი და დამშვიდდი'' - იურგენი, როგორც ეგოცენტრული პერსონა

საფეხბურთო კლუბ ''დორტმუნდის'' ყოფილი ფიზიოთერაპევტი ფრანკ ცოლნერი იურგენ კლოპთან მუშაობის პერიოდს იხსენებს. ცოლნერის თქმით ''ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელისთვის დამახასიათებელი იყო ეგოიზმი, ზედმეტი ინდივიდუალიზმის გამოჩენა, თუმცა მის ხასიათს ასისტენტი ჟელკო ბუვაჩი აბალანსებდა.

ცოლნერი ''დორტმუნდში'' 1992-2009 წლებში მუშაობდა. ის მონაწილეა გერმანული კლუბის დიდი წარმატებების, როცა ოტმარ ჰიცფელდის დროს ''დორტმუნდმა'' ჩემპიონთა ლიგა მოიგო და როცა მათიას ზამერის მწვრთნელობისას გუნდმა ბუნდესლიგა ტრიუმფით დაასრულა.

ცოლნერი, რომელიც ამჟამად მეორე ბუნდესლიგის ''ბოხუმში'' მუშაობს, გერმანულ მედიას კლოპის შესახებ ესაუბრა.

''ის განსაკუთრებულია. ხშირად ვფიქრობდი, რომ ის დიდებული ბიჭია, მაგრამ ზოგჯერ სხვა აზრი მიჩნდებოდა, როცა კლოპის ქმედებებში ეგოცენტრიზმს ვხედავდი.

ერთხელ ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულმა კუბა ბლაშჩიკოვსკიმ დამირეკა და მითხრა, რომ კუნთის ტრავმის გამო ვარჯიშს ვერ შეძლებდა. დაგეგმილი იყო გუნდის შეხვედრა, მე კუბასთან ერთად კლოპთან შევედი და ვუთხარი ფეხბურთელის ტრავმის შესახებ. კლოპი გაბრაზდა და გაგიჟდა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ტრავმა ჰქონდა.

ასეთ მომენტებში ხშირად მისი ასისტენტი ჟელკო ბუვაჩი გამოჩნდებოდა ხოლმე და კლოპს ეტყოდა:''კლოპო მოწიე სიგარეტი და დამშვიდდი.'' ბუვაჩი ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტი იყო, ვისთან ერთადაც მიმუშავია. მას შეეძლო კლოპის დამშვიდება.''

ჟელკო ბუვაცი და იურგენ კლოპი 2001- 2018 წლებში ''მაინცში,'' ''დორტმუნდსა'' და ''ლივერპულში'' მუშაობდნენ, თუმცა ''ენფილდზე'' მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა და სერბმა ინგლისური კლუბი დატოვა. ამჟამად ჟელკო ბუვაჩი მოსკოვის ''დინამოს'' სპორტული დირექტორია.

ცოლნერი კლოპზე საუბარს აგრძელებს: ''2008 წლიდან მოყოლებული გავიაზრე, რომ ცვლილების დრო იყო. ერთხელ სახლში მისვლისას ჩემი გოგონა ატირებული დამხვდა. როგორც აღმოჩნდა შეყვარებულთან დაშორების გამო ტიროდა და მე არც კი ვიცოდი, რომ მეგობარი ბიჭი ჰყავდა.

ზოგჯერ კლოპი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სპონტანურად დარეკავდა და შეხვედრას დაგეგმავდა. ამიტომაც ოჯახის წევრებს წინასწარ ვერ ვეუბნებოდი თუ როდის მოვიცლიდი მათთვის, ოჯახისთვის დრო არ მრჩებოდა. ბავშვებს ჩემთან საუბარი სურდათ, მე კი მათთვის დრო არ მქონდა. ერთ დღესაც გადაწყვეტილება მივიღე და ვთქვი:''ეს დასასრულია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები