კრისტიან ვიერი
Aa
Aa

ვიერი: „სერია A ევროპაში საუკეთესოა“

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელების უმეტესობა თვლის, რომ ამჟამად იტალიის სერია A სერიოზულ კრიზისს განიცდის და როგორც ინგლისის პრემიერ ლიგას, ასევე ესპანეთის ლა ლიგას საგრძნობლად ჩამოუვარდება, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ლეგენდარული იტალიელი ფორვარდი კრისტიან ვიერი, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მილანი“ კარგად თამაშობს ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ, სუსტებთან კი გაუთვალისწინებელ ქულებს კარგავს, წლევანდელი „ინტერი“ კი როსონერის სრულიად საპირისპირო ვერსიაა. რაც შეეხება „იუვენტუსს“, ბოლო პერიოდში ბიანკონერის გარშემო ნეგატიური ამბები აღარ გვესმის, მაგრამ ლუჩიანო სპალეტის მუშაობის ნამდვილ ეფექტს ორ-სამ თვეში მივიღებთ.

ნებისმიერ შემთხვევაში იტალიის სერია A მიმდინარე სეზონში ევროპის საუკეთესო ჩემპიონატია, რადგან ლიდერი გამუდმებით იცვლება და ოთხი კლუბის ბრძოლა სასიამოვნო საყურებელია“.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ვიერის კარიერის მანძილზე უამრავი კლუბის ღირსება დაუცავს, საუკეთესო პერიოდი კი „ინტერში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც ჩატარებულ 143 შეხვედრაში თავი 103 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ ამ შემთხვევაში დარჩება - ილდიზის პირობები ცნობილია
მხოლოდ ამ შემთხვევაში დარჩება - ილდიზის პირობები ცნობილია