ვერ თანხმდებიან - რეალი ვინისიუსის ნაცვლად ვიტინიას ყიდვას უმიზნებს
მადრიდის „რეალი“ და ვინისიუსი უკვე რამდენიმე თვეა ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუნდში მბაპეს მისვლის შემდეგ, ხელმძღვანელობას სხვა მოთხოვნები წაუყენა.
„რეალი“ და ფლორენტინო პერესი თავისი მკაცრი პოლიტიკით არის ცნობილი. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ვინისიუსის მოთხოვნები დღემდე არ კმაყოფილდება. დღეს, ესპანურმა Cadena Ser-მა დაწერა, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ვინი ზაფხულში გუნდს შეიცვლის და „სამეფო კლუბი“ მის ნაცვლად არა რომელიმე შემტევს, არამედ ვიტინიას შეიძენს.
წყაროს ცნობით, „რეალი“ მზადაა ვინისიუსი 100 მილიონ ევროდ გაყიდოს, თუ მასთან შეთანხმება ვერ შედგება. ამ თანხით მადრიდელები ვიტინიას გაფორმებას შეეცებიან. კლუბში თვლიან, რომ პორტუგალიელი შუახაზელი კროოსის წასვლით გამოწვეულ ქაოსს დაასრულებს და მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლსა და ასევე ხაზებს შორის ბალანსის დაცვას იდეალურად გაართმევს თავს.
ვინისიუსის კონტრაქტს ვადა 2027 წლის 30 ივნისს ეწურება. თუ კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას არ გაუფორმებს, მადრიდელები იძულებულნი იქნებიან იგი 2026-ის ზაფხულში ტრანსფერზე დააყენონ.