თამამი პროგნოზები 2026 წლისთვის | მამარდა ძირითადი მეკარე გახდება
ინგლისურმა გამოცემამ Rousing the Kop-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და 2026 წლისთვის „ლივერპულთან“ დაკავშირებული სამი თამამი პროგნოზი გაგვიზიარა. ერთ-ერთი მათგანი გიორგი მამარდაშვილს უკავშირდება — გამოცემამ ქართველი მეკარე ალისონ ბეკერზე წინ დააყენა.
„მესამე და ბოლო პროგნოზი ნამდვილად თამამია, თუმცა, ალბათ, ყველაზე რეალისტურიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ალისონ ბეკერს ჩაანაცვლებს. „ლივერპულს“ აქვს შესაძლებლობა, ბრაზილიელთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივოს და ის გუნდში 2027 წლამდე დატოვოს. ვვარაუდობთ, რომ ასე მოხდება, თუმცა ალისონს ზაფხულში გაყიდიან.
ეჭვგარეშეა, ალისონს გუნდისთვის კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ის უკვე 33 წლისაა და ტრავმებისკენ მიდრეკილია. შესაძლოა, დადგა დრო, როდესაც პირველობა სხვა მეკარემ უნდა გადაიბაროს. 25 წლის გიორგი მამარდაშვილი ამ პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის. ჩვენი აზრით, სისულელეა მისი დონის მეკარის კიდევ ერთი სეზონით სათადარიგოთა სკამზე დატოვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ლივერპულს“ ალისონის სანაცვლოდ გარკვეული თანხის მიღებაც შეუძლია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ აგვისტოდან მამარდაშვილი გუნდის პირველი ნომერი იქნება“, — წერს ინგლისური გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა პრემიერ ლიგაში ხუთი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა. მან ინგლისში 10, ხოლო ევროტურნირზე — ხუთი გოლი გაუშვა.