ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

NBA: მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და ტორონტოს მარცხი

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „ვაშინგტონთან“ სტუმრად 117:138 დამარცხდა.

კიდევ ერთი კარგი მატჩი ჰქონდა მამუს, რომელმაც 33 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა, ჯამში კი მისი მონაგარი ასეთი იყო: 13 ქულა, 11 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. 6-დან 3 ზუსტი სამქულიანი და 3-დან 2 ზუსტი ორქულიანი ჩააგდო.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე მეტი ბრენდონ ინგრემმა ჩაგდო - 29 ქულა. თუმცა მოსაგებად კანადელებს ეს არ ეყოთ. მეტოქემ გუნდურად მაღალ დონეზე ითამაშა და დამაჯერებლადაც მოიგო.

„ტორონტო“ 18 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ითამაშა გოგა ბითაძის „ორლანდომაც“, რომელიც „შარლოტთან“ 105:120 დამარცხდა. ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია.

„ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს შინ „დენვერთან“ გამართავს, ხოლო „ტორონტო“ 29-ში „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები