ხვიჩა კვარაცხელია, ლუის დიასი, ჯანლუიჯი დონარუმა, რაიან შერკი, ჟოან გარსია
Aa
Aa

კვარას ტრანსფერი წლის 5 საუკეთესოს შორის დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი ესპანურმა გამოცემამ Fichajes-მა 2025 წლის 5 საუკეთესო ტრანსფერს შორის დაასახელა.

გამოცემა მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანსფერებს მიმოიხილავს და კვარას უწოდებს „დეტალს, რომელმაც პსჟ შეცვალა“.

„2025 წლის იანვარში კვარაცხელიას ტრანსფერი პარიზული კლუბისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა. 24 წლის ქართველის სანაცვლოდ „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, ხვიჩამ კი ახალ კლუბში პირველივე დღიდან ლიდერობა ითავა.

მისი გავლენა როგორც საფრანგეთში, ისე ევროპაში მომენტალურად ვიხილეთ. კვარამ მოიტანა დინამიკა, კრეატიულობა და სტაბილურობა შეტევაში, რაც პსჟ-ს დიდ მატჩებში წლების განმავლობაში აკლდა - 53 მატჩში კვარაცხელიას 14 გოლი და 13 ასისტი დაუგროვდა.

მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში და ინდივიდუალურობა შესძინა გუნდს, რომელიც დიდ მატჩებში წარუმატებლობას იყო მიჩვეული“.

კვარასთან ერთად 5 საუკეთესო ტრანსფერს შორის გამოცემამ ჟოან გარსია (ესპანიოლიდან ბარსელონაში), რაიან შერკი (ლიონიდან მანჩესტერ სიტიში), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ-დან მანჩესტერ სიტიში) და ლუის დიასი (ლივერპულიდან ბაიერნში) დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ ჩემპიონატების საუკეთესო გუნდები | როგორია ESPN-ის რეიტინგი
ტოპ ჩემპიონატების საუკეთესო გუნდები | როგორია ESPN-ის რეიტინგი