Aa
Aa

ერთობლივი განცხადება - ATP და WTA ზაფხულამდე დაგვემშვიდობნენ

საჩოგბურთო სამყაროში კორონავირუსით გამოწვეული პაუზა კიდევ ერთხელ და ამჯერად უფრო დიდი ვადით გახანგრძლივდა.

როგორც ATP-ისა და WTA-ის ერთობლივ განცხადებაში გვამცნობენ, თიხის გაზაფხულის თიხის სეზონი მთლიანად გადადებულია და პროფესიონალური ჩოგბურთი 7 ივნისს დაგვიბრუნდება.

ამ პერიოდში „როლან გაროსი“ უნდა გამართულიყო, რომელიც დიდ სლემთა კატეგორიას განეკუთვნება. გათამაშება სექტემბრის ბოლოს გადაიტანეს, რამაც ჩოგბურთელთა გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

ისინი თვლიან, რომ კალენდარი ძალიან გადაიტვირთა და დიდი სლემის ერთი ტურნირის შემდეგ, რაშიც ამერიკის ღია პირველობა იგულისხმება, 10 დღის შემდეგ ამ კატეგორიის კიდევ ერთი ტურნირის დაწყება არაეფექტური იქნება.

აქვე აღვნიშნოთ, რომ US Open-ის ორგანიზატორებმა ტურნირის დროის შეცვლა, ამ ეტაპზე, კატეგორიულად გამორიცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები