შერმადინის საუკეთესო მომენტები - ტენერიფემ ქართველი ცენტრით დაიწყო
Aa
Aa

შერმადინის საუკეთესო მომენტები - ტენერიფემ ქართველი ცენტრით დაიწყო

კორონავირუსის გამო, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატიც შეჩერებულია და გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეს“ იძულებითი პაუზა აქვს აღებული.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა თავისუფალი დროს სეზონის გასული ნაწილის საუკეთესო მომენტების გახსენება დაიწყო და პირველი ვიდეორგოლი სწორედ „შერმინატორს“ მიუძღვნა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში მიმდინარე სეზონის თებერვლის MVP-ს საუკეთესო მომენტებია ასახული.

შერმადინი „ტენერიფეს“ ერთ-ერთი ლიდერია და 2019-20 წლების სეზონში საშუალოდ 18.3 ქულას, 7.1 მოხსნასა და 1.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს. „შერმინატორის“ სარგებლიანობის ინდექსი კი საშუალოდ 23.7 გახლავთ, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები