''შეგიძლიათ ბილეთები უკან დააბრუნოთ'' - ფედერაციის მიმართვა ქომაგებს
Aa
Aa

''შეგიძლიათ ბილეთები უკან დააბრუნოთ'' - ფედერაციის მიმართვა ქომაგებს

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ბელარუსიაა. აღნიშნული შეხვედრა 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო შეხვედრა დიდი ალბათობით ივნისში გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმ პირებს მიმართავს, რომლებმაც 26 მარტს დაგეგმილი მატჩის ბილეთები შეიძინეს.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადება:

''საქართველო - ბელარუსის 26 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ, არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს. 

ბილეთების უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ TKT.GE-ს თანხის ასანაზღაურებლად. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის გადადების შესახებ გადაწყვეტილება უეფამ დღეს გამართულ ვიდეო კონფერენციაზე მიიღო, რომელშიც უეფას წევრი 55-ვე ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველო-ბელარუსის მატჩი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. ''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები