აღიარება - TOP 50 ახალგაზრდას შორის 3 ქართველია!
Aa
Aa

აღიარება - TOP 50 ახალგაზრდას შორის 3 ქართველია!

კორონავირუსის გამო სპორტული სამყარო შეჩერდა. გამონაკლისი არც რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელიც ზაფხულში იტალიაში უნდა გაიმართოს.

რაგბის მესვეურებს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ტურნირი გადაიდება.

მსოფლიო რაგბის პრესტიჟულმა სპორტულმა გვერდმა 50 საუკეთესო 20-წლამდე მორაგბე დაასახელა, სიაში კი სამი ქართველიც მოხვდა.

სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მოთამაშეებთან ერთად, ჩამონათვალში ვანო კარკაძე, დემურ თაფლაძე და იოანე იაშაღაშვილი არიან.

იოანე იაშაღაშვილი ("ბაიონი")

„დიდი, სწრაფი  და ხელით კარგად მოთამაშე მორაგბე. მას ყველაფერი გააჩნია და შეუძლია მამუკა გორგოძის სრულფასოვანი შემცვლელი გახდეს. თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, მომავალი წლების განმავლობაში, იაშაღაშვილი “ბორჯღალოსნების” ხერხემლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.“

ვანო კარკაძე ("ბრივი")

„კვაჭი, რომელსაც 20 წელიც არ შესრულებია, თუმცა, ეროვნულ ნაკრებში უკვე 4 შეხვედრა აქვს გამართული. კარკაძე ფრანგული ბრივის წევრია, სადაც მისი თანამემამულეები  თედო აბჟანდაძე და ვასილ ლობჟანიძე თამაშობენ“

დემურ თაფლაძე ("ლელო სარასენსი")

"გამორჩეული გარემარბი , რომელმაც 19 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში იასპარეზა. ის „ბორჯღალოსნებს“ სისწრაფეს შემატებს რაც მნიშვნელოვანი იქნება ნაკრებისთვის. 19 წლის მორაგბის ფრანგულ კლუბში გადასვლა დროის ამბავია“

შეგახსენებთ, რომ უმცროსი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასზე ჯგუფში ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან და უელსთან მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები