ფიფას რეკომენდაცია: სანაკრებო მატჩები უნდა გადაიდოს
Aa
Aa

ფიფას რეკომენდაცია: სანაკრებო მატჩები უნდა გადაიდოს

ფიფას რეკომენდაციის მიხედვით მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი უნდა გადაიდოს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადების საფუძველი კორონავირუსია, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ამ პრობლემას ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა ქვეყანა ებრძვის. მატჩების ჩატარება და ხალხმრავალი ადგილების შექმნა ვირუსის გავრცელების ხელისშემწყობი ფაქტორია.

ცხადია, რეკომენდაცია გულისხმობს ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს, 26 მარტს საქართველოს ბელარუსია ''დინამო არენაზე'' უნდა მიეღო, მაგრამ უდიდესი ალბათობით თამაში გადაიდება. ამ პოზიციაზე დგას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სავარაუდოდ უეფაც ამ პოზიციას გაიზიარებს.

შეგახსენებთ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით უეფა მასში შემავალ 55 სუბიექტებთან ერთად ვიდეოკონფერენციას 17 მარტს გამართავს. განხილვის თემა კორონავირუსის გამო შექმნილი რთული ვითარებაა, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი გაურკვეველი ვადით შეწყდა.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას FIFPRO და ევროპის საკლუბო ასოციაციაც მიიღებენ. ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იქნება.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უეფა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები