"ლესტერმა" კაპიტანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ინგლისის მოქმედი ჩემპიონის, "ლესტერის" კაპიტანმა, უეს მორგანმა, კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა.
"ჩემი მომავალი "ლესტერშია" - ეს დიდებული გრძნობაა! ყველამ იცის, თუ რა დიდი პატივია ჩემთვის ასეთ გუნდში თამაში და მით უმეტეს, მისი კაპიტნობა". - უთხრა კლუბის ოფიციალურა საიტს, 32 წლის მორგანმა.
სხვათა შორის, მორგანი, კასპერ შმეიხელთან ერთად, ის ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგის გასული სეზონის 38-ვე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
იგი "კინგ პოუერ სთედიუმზე" 2012 წელს "ნოტინგემიდან" გადავიდა და მას შემდეგ კლუბის მაისურით ჩემპიონატის 182 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს