დაწყევლილი ორთაბრძოლა - ხაბიბისა და ტონის ჩხუბი მეხუთედ გადაიდება?
Aa
Aa

დაწყევლილი ორთაბრძოლა - ხაბიბისა და ტონის ჩხუბი მეხუთედ გადაიდება?

ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ორთაბრძოლა შესაძლოა კიდევ ერთხელ გადაიდოს. ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ კორონავირუსის პანდემიის გამო, გაურკვეველი ვადით აკრძალა ღონისძიებების ჩატარება, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.

როგორც მოგეხსენებათ UFC 249 ბრუკლინში უნდა გაიმართოს. შესაბამისად ნებისმიერი სახის აკრძალვა კითხვის ნიშნებს აჩენს. გუბერნატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, UFC-ის ორი ვარიანტი აქვს. პირველი - UFC 249 გულშემატკივრების გარეშე უნდა ჩაატაროს. მეორე - ორთაბრძოლები ნევადაში უნდა გადაიტანოს, სადაც შეზღუდვები ჯერჯერობით არ მოქმედებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მდგომარეობა დასტაბილურდა, შესაძლოა ცვლილებების გატარება საჭირო არ გახდეს, მაგრამ ამერიკული გამოცემები ვარაუდობენ, რომ ამის შანსი ძალიან მცირეა.

დეინა უაითს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ცოტა ხნის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრძოლის გადადება არ იგეგმება.

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ბენ ასკრენმა ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ორთაბრძოლის გარშემო შექმნილი ვითარება იდეალურად აღწერა და განაცხადა: „ღმერთებს არ სურთ, რომ ხაბიბისა და ტონის ორთაბრძოლა გაიმართოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები