ხოჭოლავას ''შახტარმა'' ''ვოლფსბურგი'' სტუმრად დაამარცხა !
Aa
Aa

ხოჭოლავას ''შახტარმა'' ''ვოლფსბურგი'' სტუმრად დაამარცხა !

ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მერვედფინალში ''ვოლფსბურგი'' შინ დონეცკის ''შახტართან'' 1:2 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ მიიღო, რომელიც უკრაინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ კასტრუმ 68-ე წუთზე თამაშში ჩართო.

მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ჯონათან ბრუკსმა გაიტანა, ხოლო ''შახტარის'' მხრიდან ჟუნიორ მორაეშმა და მარკოს ანტონიომ გამოიჩინეს თავი.

მეორე ტაიმში ''შახტარის'' შემტევმა ისმაილიმ ტრავმა მიიღო და ქართველმა 30 წლის ბრაზილიელი მოთამაშე შეცვალა.

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ ევროპა ლიგაზე ორი მატჩი ჩაატარა, ''ბენფიკასთან'' გასვლითი შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა მინდორზე, ამჯერად კი კაშტრუმ მეტი სათამაშო დრო დაუთმო.

27 წლის ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, რაც გარკვეულწილად ტრავმამ განაპირობა.

საპასუხო მატჩი ''შახტარსა'' და ''ვოლფსბურგს'' შორის 19 მარტს, ხარკოვში გაიმართება.

ფოტო: shakhtar.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები