დვალიშვილი: 'სასურველ შედეგს მივაღწიეთ
Aa
Aa

დვალიშვილი: 'სასურველ შედეგს მივაღწიეთ"

თბილისის "დინამოს" ფორვარდმა, ლადო დვალიშვილმა, "ჩემპიონთა ლიგის" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩზე ისაუბრა, რომელშიც დინამოელები, სომხურ "ალაშკერტს" 1:1-ზე გაეყარნენ და შემდეგ რაუნდში გავიდნენ. 

"დასახული ამოცანა შევასრულეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მეტოქეს, რომელიც, ალბათ, ზაგრების "დინამო" იქნება და მისი პლიუს-მინუსები კარგად შევისწავლოთ. მონდომებისა და თავდადების ფონზე, შეუძლებელი არაფერია". - განაცხადა დვალიშვილმა, რომელმაც გუშინდელ მატჩში, გოლის ეპიზოდში დიდი როლი ითამაშა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები