Aa
Aa

"ჰარუ ბაშო" - ტოჩინოშინმა თითქმის მოგებული ბრძოლა დათმო

„ჰარუ ბაშოს“ მე-5 დღეს ლევან გორგაძემ მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოშის წინააღმდეგ დასანანი მარცხი იწვნია.

ტოჩინოშინმა ბრძოლა კარგად დაიწყო, ორმაგი მავაშიც აიღო და მეტოქე ხელში აიტაცა, როგორც ხდება ხოლმე, ამჯერადაც მისი დოჰიოდან გადაყვანის მოლოდინი იყო, თუმცა ლევანმა ეს ვერ შეძლო და შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა.

მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა იშიურა იქნება, რომელსაც ქართველი სულ 4-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება 3-ჯერ შეძლო.

ამ მომენტისთვის ლევან გორგაძეს ბალანსი 1-4-ზე აქვს და ტრავმის ფონზე ასპარეზობის შედეგად, მას დადებითი ბალანსის გაფორმება ამჯერადაც გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები