Aa
Aa

"დინამოს" დღევანდელ მატჩში ძირითადის 2 მოთამაშე დააკლდება

დღეს, თბილისის დროით 19 საათზე, ერევანში, "ჩემპიონთა ლიგის" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, თბილისის "დინამო", სომხურ "ალაშკერტს" ესტუმრება. 

დინამოელთა თავკაცმა, იურაი იარაბეკმა, პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ დღევანდელ თამაშს, ტრავმების გამო, თბილისელთა ძირითადის 2 მოთამაშე, მატია შპიჩიჩი და სტეფან ველევი გამოაკლდებიან. 

28 წლის შპიჩიჩი ამპლუით მცველია და თბილისურ მატჩში დაცვის მარცხენა მხარეს მოქმედებდა, ხოლო 27 წლის ველევმა ხსენებული შეხვედრა მოედნის ცენტრში, საყრდენის პოზიციაზე ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "დინამომ" კიტეიშვილისა და ქვილითაიას გოლებით, 2:0 მოიგო. 

დღევანდელი თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" შემოგვთავაზებს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები