''რეალს'' ''მან. სიტისთან'' კურტუა და მარსელო ვერ დაეხმარებიან
Aa
Aa

''რეალს'' ''მან. სიტისთან'' კურტუა და მარსელო ვერ დაეხმარებიან

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩს მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელები, ტიბო კურტუა და მარსელო გამოტოვებენ.ინფორმაციას მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

27 წლის ბელგიელ მეკარეს მარცხენა ფეხის მომზიდველი კუნთის ტრავმა აწუხებს. რაც შეეხება ბრაზილიელ მცველს, მარსელო ბარძაყის ტრავმის გამო ინგლისის მოქმედი ჩემპიონთან ვერ ითამაშებს.

მარსელოს არყოფნაში ''სამეფო კლუბის'' მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მარცხენა მცველის პოზიციაზე ფერლანდ მენდის გამოიყენებს, ხოლო კარში ალფონს არეოლას ვიხილავთ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის ''რეალი'' ''მანჩესტერ სიტისთან'' ისკოს გოლით დაწინაურდა, თუმცა შემდეგ გაბრიელ ჟესუსისა და კევინ დე ბრუინის გოლებით გუარდიოლას გუნდმა ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' გაიმარჯვა - 1:2.

საპასუხო მატჩი 17 მარტს, ''ეტიჰედზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები