ქართული დერბი - შენგელიას ბასკონიამ შერმადინის ტენერიფე დაამარცხა
Aa
Aa

ქართული დერბი - შენგელიას ბასკონიამ შერმადინის ტენერიფე დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ქართული დაპირისპირება შედგა - თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეს“ უმასპინძლა და 75:58 დაამარცხა.

„ბასკონიამ“ მეორე და მესამე მეოთხედების (17:9, 21:10) მოგება დიდი უპირატესობით შეძლო, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

თორნიკე შენგელიამ ჯამში 24:45 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი კი 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 გადაცემა იყო. შეხვედრის დაწყებამდე კი თოკოს თებერვლის თვის MVP-ისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა.

ჯენინგს საკმაოდ სუსტი მატჩი ჰქონდა, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 ქულა იყო.

რაც შეეხება შერმადინს, მან 25:09 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველმა 16 ქულა და 9 მოხსნა და 1 გადაცემა მოაგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების ცენტრი შეხვედრის MVP გახდა.

„ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 14 მოგებითა და 8 მარცხის შემდეგ, 28 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება. „ბასკონია“ კი 12 გამარჯვება და 11 მარცხის შემდეგ, 24 ქულით მე-8 პოზიციაზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები