''თელავის'' ისტორიული გოლი და სპანდერაშვილის გადარჩენილი მატჩი
Aa
Aa

''თელავის'' ისტორიული გოლი და სპანდერაშვილის გადარჩენილი მატჩი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე ტურში ''თელავისა'' და გორის ''დილას'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ''კავკასიონი არენაზე'' ანგარიში რევაზ გოცირიძის გუნდმა გახსნა, ბალგუ იენდეუნტიმ ჩაბრაძე საკუთარ საჯარიმოში წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა. ''თელავის'' შემტევმა ირაკლი რუხაძემ შანსი გამოიყენა და ''თელავი'' დააწინაურა.

ირაკლი რუხაძის გოლი ''თელავისთვის'' ისტორიულია, კახური კლუბისთვის საქართველოს უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი მან შეაგდო.

64-ე წუთზე ''დილა'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, ბალგუ იენდეუნტიმ რუხაძის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.

89-ე წუთზე ''თელავის'' დაცვის ხაზი ჩავარდა, ნემსაძის ფეხბურთელებმა რიცხვობრივი უმცირესობის მიუხედავად ანგარიში გაათანაბრეს და თელავიდან სპანდერაშვილის გოლით ქულა წამოიღეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა გოლის გატანა ორივე ტურში მოახერხა. მან პირველ ტურში ქუთაისის ''ტორპედოს'' შეუგდო.

სპანდერაშვილის გოლის შემდეგ კოხრეიძეს გოლის გატანის ორი შანსი ჰქონდა, თუმცა ''დილას'' მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა შესანიშნავად ითამაშა.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები