Aa
Aa

''უძველესი და ულამაზესი ქვეყნიდან ვარ'' - ჭიკაძის გამარჯვება UFC-ში

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეორე ბრძოლა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ჭიკაძის მეტოქე UFC-ის დებიუტანტი ჯამალ ემერსი იყო. გიგა ჭიკაძემ მეტოქეს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია.

გამარჯვების შემდეგ გიგა ჭიკაძემ ქართველ გულშემატკივრებს ემოციურად მიმართა:''ქართველებს გაუმარჯოს, Viva Georgia.''

გიგა ჭიკაძემ გამარჯვების შემდეგ ჯამალ ემერსს კარგი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. ქართველი მებრძოლი გამარჯვებით ბედნიერი იყო. ჯამალ ემერსმა ჭიკაძეს ჰკითხა თუ რა თქვა გამარჯვების შემდეგ. ჭიკაძემ მას ასე უპასუხა:''მე ვთქვი Viva Georgia, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ დიდი ისტორიით, დღეს მე ჩემი ქვეყნის ელჩი ვარ. მინდოდა მსოფლიოსთვის მეთქვა თუ რა ლამაზი ქვეყანაა საქართველო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ასევე საქართველოდანაა მერაბ დვალიშვილი.

ქალთა დღეა და მინდა ქალებს ეს დღე მივულოცო. მათ ხშირად რთული პერიოდი აქვთ და მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ მზად ვართ თქვენს მხარდასაჭერად.

როცა დავიბადე, მამა თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი.მოუთმენლად ველი შემდეგი ბრძოლის გამართვას. არსებობს შოუ და მეგა-შოუ, ხოლო ჩემი შოუს სახელია გიგა-შოუ. ესაა ჩემი პერფორმანსის სახელი.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები