Aa
Aa

"სათვალეებიანო, ქუჩურ ჩხუბში შეგჭამ!" - ხაბიბი ტონის დაემუქრა

ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტონი ფერგიუსონი 18 აპრილს გასამართ ბრძოლამდე ერთმანეთს ბოლოჯერ შეხვდნენ და ქომაგებს მოლოდინი კიდევ უფრო გაუმძაფრეს.

პრესკონფერენციაზე ხაბიბი მოქმედი ჩემპიონის ქამრით გამოცხადდა, ხოლო ტონიმ თავისი ქამარი მიიტანა.

რა თქმა უნდა, ფერგიუსონმა ეს ყველაფერი ხაბიბის გასაღიზიანებლად გააკეთა და მიზანსაც მიაღწია. ნურმაგომდევომა ტონის ქამარს ფეხი ჰკრა, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა.

როგორც მოგეხსენებათ ტონი ფერიგუსონს ქამრის დათმობა 2017 წელს ტრავმის გამო მოუხდა.

პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება ვიხილეთ. ხაბიბი ტონის დაემუქრა:

„სათვალეებიანო, ქუჩურ ჩხუბში შეგჭამ. გესმის?! ვინ ხარ? შენ ამერიკელი ხარ, ამერიკელებს კი ქუჩაში ჩხუბი არ შეგიძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ ტონისა და ხაბიბის ბრძოლა უკვე 4-ჯერ ჩაიშალა. ოთხივე შემთხვევაში მიზეზი ტრავმა იყო.

ორივე მებრძოლი 2020 წლის 18 აპრილს ბრწყინვალე ფორმაში და შედეგებით ხვდება. ნურმაგომედოვსაც და ფერგიუსონსაც ბოლო 12 ბრძოლა მოგებული აქვთ და მე-13 რომელიმე მათგანისთვის ცუდად დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები