დიდი წარმატება! - მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილზე ქართული წყვილია
Aa
Aa

დიდი წარმატება! - მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილზე ქართული წყვილია

საერთაშორისო საციგურაო კავშირი ყოველწლიურად ადგენს მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგს, რომელიც სპორტსმენთა მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, გრან პრის ეტაპებზე და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე საპრიზო ადგილებითა და დაგროვილი ქულათა ჯამით განისაზღვრება.

სწორედ ეს რეიტინგული პოზიცია განსაზღვრავს ჩემპიონატებზე სპორტსმენთა მოკლე პროგრამაში გამოსვლის პრიორიტეტს.

ტალინში იუნიორთ შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მსოფლიოს რეიტინგულ ნუსხაში სპორტულ ცეკვებში წამყვან პოზიციაზე მარია კაზაკოვა და გიორგი რევია იმყოფებიან.

ისინი იუნიორთა შორის მსოფლიო რეიტინგულ სიაში 2027 ქულით 1 ადგილზე არიანამასთან, 2019 წლის გრან პრის ფინალზე მოპოვებული ოქროს მედალი და 174, 90 ქულა ქართველი წყვილისთვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია .

ტალინის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძეც საკმაოდ მაღალი რეიტინგული მაჩვენებლით იწყებს.

იუნიორთა შორის მსოფლიო რეიტინგში ჯამური 1210 ქულით ალინა ურუშაძე აზერბაიჯანელი და ამერიკელი მოციგურავის შემდეგ მესამე პოზიციაზეა.

ხოლო სეზონის საუკეთესო შედეგი კი ალინა ურუშაძემ აჩვენა 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე  (179, 50 ქულა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები