ტუხელი: საფრანგეთის, ესპანეთისა და არგენტინის დონეზე ჯერ არ ვართ
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მარცხის ფონზე, გუნდის ახალ დონეზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, მისთვის და ფეხბურეთელებისთვის ეს დამარცხება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.
„მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ და გამოვიყენებთ, როგორც გაკვეთილს. გვჯერა, რომ ამის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ გულწრფელად გვჯეროდა საკუთარი თავის. კვლავინდებურად მიმაჩნია, რომ დანარჩენი სამი ქვეყანაც — საფრანგეთი, ესპანეთი და არგენტინა გამარჯვებაზე აკეთებს გათვლას და ჩვენ ჯერ არ ვართ ამ დონეზე.
ჯერ კიდევ არის ჩამორჩენა, რომელიც უნდა შევამციროთ. სწორედ ამით დავკავდებით ხვალიდან. ზეწოლის ქვეშ უკეთ უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავიდეთ ახალ დონეზე.
სხვაობა არსებობს იმ ტიტულების გამო, რომლებიც სხვა ქვეყნებმა მოიგეს. იმის გამო, თუ როგორ აშენებდნენ ისინი თავიანთ გუნდებს მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ არ შევწყვეტთ ძიებას, შევეცდებით მივაღწიოთ ჩვენსას. სამუშაო გვაქვს. დრამატიზმის ადგილი არ არის.თუ დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალებაა საჭირო — ინებეთ, გააკეთეთ ეს. მაგრამ მე მირჩევნია ამ დისკუსიაში არ ჩავერთო“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები არგენტინასთან 2:1 დამარცხდა, ეს კი მას შემდეგ მოხდა, როდესაც ტუხელი 1:0 იგებდა, თუმცა მე-80 წუთის შემდეგ მეტოქისგან 2 ბურთი გაუშვა. ამის გამო, „სამი ლომი“ დღეს საფრანგეთის წინააღმდეგ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.