იური ტაბატაძე
Aa
Aa

ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა - როდის დაბრუნდება იური ტაბატაძე

იური ტაბატაძის „კადისი“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდმა გუშინ საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა კიდევ არ მიუღია.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ტაბატაძე სარეაბილიტაციო კურსის დასკვნით ეტაპს გადის და მოსალოდნელია, რომ გუნდს უახლოეს კვირებში დაუბრუნდება.

Portalcadista წერს:

„იური ტაბატაძის შემთხვევა განსხვავებულია. ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში მიღებული მძიმე ტრავმის სარეაბილიტაციო პროცესის დასკვნით ეტაპს გადის, ამიტომ, საფეხბურთო მოედანზე მის კვლავ სანახავად ლოდინი კიდევ მოგვიწევს“.

ქართველმა შემტევმა ტრავმა 18 იანვარს, „ალბასეტეს“ წინააღმდეგ მატჩის მე-10 წუთზე მიიღო. ტაბატაძეს მყესები გაუწყდა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

„კადისი“ ლა ლიგა 2-ის ახალ სეზონს 15 აგვისტოს, ვიგოს „სელტას“ მეორე გუნდის წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს, მანამდე კი 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოიგებს თუ არა კვარა ოქროს ბურთს? - რას ამბობს ტოტი
მოიგებს თუ არა კვარა ოქროს ბურთს? - რას ამბობს ტოტი