დინამოს განცხადება - ჩემპიონთა ლიგის მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის
Aa
Aa

დინამოს განცხადება - ჩემპიონთა ლიგის მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურის მატჩი, თბილისის "დინამოსა" და ფრანგულ "მარსელს" შორის, მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ჩვენი გუნდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ.

ნოემბერში, საფრანგეთში წაგებული 7:17-ის შემდეგ, თბილისელებმა ქვეჯგუფში მე-6 ადგილზე მყოფ "მარსელს" საცურაო აუზ "ოლიმპიკში" ხვალ უნდა უმასპინძლონ.

"დინამოს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად თამაშობს, საწყისი 9 ტურის შემდეგ ყველა შეხვედრა წაგებული აქვს, "მარსელი" კი 3 მოგებითა და 1 ფრით, როგორც უკვე აღინიშნა, მე-6 ადგილზე იმყოფება.

ქართულ-ფრანგული დაპირისპირება ხვალ, 3 მარტს, 18:30 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს "პირველი არხის" ეთერში შეგვეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები