Aa Aa
1 მარტი 2020  |  13:56

"ნახევარდაცვა საერთოდ ვერ გვეხმარება", - რონალდუ და დიბალა ლიონთან მატჩისას

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „ლიონმა“ „იუვენტუსს“ შინ 1:0 მოუგო და დიდი სენსაციაც დააფიქსირა. ტურინელებმა საკმაოდ სუსტად ითამაშეს და 90 წუთის განმავლობაში კარში მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმა ჰქონდათ.

„ლიონთან“ მატჩის შესვენებაზე, სანამ გუნდები მოედნაზე გამოვიდოდნენ, გვირაბიდან საკმაოდ საინტერესო ვიდეო გავრცელდა.

რონალდუ და დიბალა ერთმანეთში საუბრობდნენ და გუნდელებს (ნახევარმცველებს) აკრიტიკებდნენ, რომ ისინი მათ სათანადოდ ვერ ეხმარებიან:

რონალდუ: „წინ მარტონი ვართ, ნახევარდაცვა საერთოდ ვერ გვეხმარება“.

დიბალა: „ბურთი არავის მოაქვს“.

რონალდუ: „ვიცი, მეორე ბურთზეც პრობლემები აქვთ, არაფერი გამოსდით“.

ეს ვიდეო ინტერნეტსივრცეს ვირუსივით მოედო. ქომაგთა ნაწილი რონალდუსა და დიბალას აკრიტიკებს, მეორე ნაწილი კი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები