Aa
Aa

სანჩო: "ჩემი ნება რომ იყოს, 100 წლის ასაკამდე ფეხბურთს ყოველდღიურად ვითამაშებდი"

„დორტმუნდის“ ინგლისელმა შემტევმა, ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის ოფიციალურ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

თინეიჯერმა შემტევმა განსაკუთრებული ემოციით ფეხბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 100 წლის ასაკამდე ამ სპორტს ყოველდღიურად სიამოვნებით ითამაშებდა.

„მე მიყვარს ფეხბურთი და თქვენ არ შეგიძლიათ, ის გადამაყვაროთ - მიყვარს ეს თამაში და მიყვარს მთლიანად სპორტი. ორი აზრი არაა, რომ ფეხბურთს ყველაფერზე წინ ვაყენებ და ის სამუდამოდ ჩემი უპირველესი სიყვარულია.

ჩემი ნება რომ იყოს, 100 წლის ასაკამდე ფეხბურთს ყოველდღიურად ვითამაშებდი. თუმცა, სამწუხაროდ, ერთ დღესაც ჩემი სხეული სათანადოდ მომართული ვეღარ იქნება და კარიერის დასრულება მომიწევს.

მატჩის წინ მუსიკას ვუსმენ და ყველაფერს ვაკვირდები, განსაკუთრებით კი ფანებს, რომლებიც სიცივისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად, ჩვენ მხარდასაჭერად მოდიან. მინდა ხოლმე, ჩვენი გამარჯვება იხილონ და სახლში ღიმილიანი და ბედნიერი წავიდნენ.“

ბრიტანელ ფეხბურთელს ბუნდესლიგის მიმნდინარე სეზონში 13 გოლი და 14 ასისტი აქვს აქტივში. ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი 2-ჯერ გამოიჩინა. მისი გუნდი შაბათს „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები