Aa
Aa

ოქროს ბიჭუნა ბრუნდება - სტეფი ვაშინგტონთან ითამაშებს

The Athletic იტყობინება რომ „გოლდენ სტეიტ უორიორსის" სუპერვარსკვლავი, სტეფ კარი 2 მარტს, „ვაშინგტონ უიზარდსის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაბრუნდება.

აღნიშნული ინფორმაცია „მეომრების" თავკაცმა სტივ კერმაც დაადასტურა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ სტეფი ვაშინგტონთან დაბრუნდება. შაბათს მის მდგომარეობას შევაფასებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ".

როგორც მოგეხსენებათ „ოქროს ბიჭუნამ" მიმდინარე რეგულარულში მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კარიმ „ფინიქსთან" მატჩში ხელი მოიტეხა და გუნდს 4 თვით გამოაკლდა.

„გოლდენ სტეიტს" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე, ძალიან უჭირს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ კარი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 20.3 ქულას, 5 მოხსნასა და 6.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს. მისი კარიერული მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება - 23.5 ქულა, 4.5 მოხსნა, 6.6 შედეგიანი გადაცემა და 1.7 ჩაჭრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები