Aa
Aa

5 ქულა და 4 მოხსნა - გოგას ინდიანამ ჰორნეთსი გაანადგურა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა" „ტორონტოსთან" განცდილი 46-ქულიანი მარცხის შემდეგ, „შარლოტ ჰორნეთსს" უმასპინძლა და მეტოქე 119-80 გაანადგურა.

ანგარიშიდან გამომდინარე, ნეით მაკმილანმა მატჩის ბოლოს პარკეტზე სათადარიგოთა სკამზე მყოფი კალათბურთელები შეუშვა და მათ შორის ქართველი ცენტრიც იყო.

გოგამ ჯამში 11 წუთი და 32 წამი ითამაშა და 5 ქულით, 4 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1 დაფარებით და 1 ჩაჭრით გამოირჩა. ბითაძემ 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. გოგამ 4 პერსონალური ფოლიც მიიღო და ბურთი სამჯერ დაკარგა.

აქვე გეტყვით, რომ „ინდიანას" გამარჯვება დიდწილად დომანტას საბონისის დამსახურებაა. ლიეტუველ კალათბურთელს სამმაგ დუბლამდე 1 ასისტი დააკლდა და შეხვედრა 21 ქულით, 15 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. საბონისის გარდა, 19 ქულით ტი ჯეი უორენი გამოირჩა, ხოლო ჯასტინ ჰოლიდეი 16 ქულას დასჯერდა.

„ჰორნეთსის" დამარცხების შემდეგ,„ინდიანას" 34 მოგება და 24 წაგება აქვს. ბითაძე და კომპანია მომდევნო შეხვედრას დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოსახვედრად მებრძოლი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები