განვითარების თასი - 16-წლამდელებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს
Aa
Aa

განვითარების თასი - 16-წლამდელებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასის 2020 წლის გათამაშების ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ალჟირის 16-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე, მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი, 65-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა დავით შიოლაშვილმა გაიტანა.

​საქართველო: მაქაცარია, ქართველიშვილი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ლაცაბიძე, ხუტიაშვილი (ბერია; 67), გ. დავრაშელიძე, ბერიანიძე (გეგიაძე; 67), დვალიშვილი (შიოლაშვილი; 56), ნ. დავრაშელიძე (კალანდაძე; 67)

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი.

"ჯვაროსნები" ტურნირის მეორე შეხვედრას მასპინძელი ალბანეთის წინააღმდეგ, 27 თებერვალს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები