Aa
Aa

"როცა არ თამაშობ, უფრო მშვიდად ვარ" - ბატისტუტამ რონალდუს თავისივე რეკორდის გამეორება მიულოცა

კრიშტიანუ რონალდუმ გაბრიელ ბატისტუტასა და ფაბიო კუალიარელას რეკორდი გაიმეორა, რასაც თავად არგენტინელი ვარსკვლავი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

„ბატიგოლმა“ კრიშტიანუს მიულოცა და იუმორნარევი პოსტი გაავრცელა: „გილოცავ, კრიშტიანუ! როცა არ თამაშობ, უფრო მშვიდად ვარ, რადგან ჩემს რეკორდებს არაფერი ემუქრება.“

რონალდუმ უქმეებზე „სპალის“ კარი აიღო, რითაც სერია A-ში ზედიზედ მე-11 თამაშში გაიტანა. აქამდე ანალოგიური მაჩვენებელი ბატისტუტამ - 1994-95 წლებში, ხოლო კუალიარელამ გასულ სეზონში დააფიქსირა.

საგულისხმოა, რომ „ბატიგოლმა“ ეს სერია სეზონის საწყის 11 ტურში შექმნა, კუალიარელამ კი - შუა სეზონისას. რონალდუს მათი რეკორდის დამხობის შანსი 1-ელ მარტს, „ინტერთან“ საშინაო მატჩისას ექნება.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სულ 21 გოლი მოაგროვა და ჩირო იმობილეს 6 ბურთით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები